The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვახტანგ კვარაცხელია

ვახტანგ კვარაცხელია
Date of birth:15 July, 1950  (74 years)
Category:Public official, Mathematician, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ჩხოროწყუ, ახლანდელი ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კიბერნეტიკისა და გამოყენებითი მათემატიკის ფაკულტეტი 1971 წელს.

1973-1977წწ. მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შემთხვევით პროცესთა თეორიის კათედრაზე; 2003-2007წწ. ალბათობის თეორიისა და მათავარი სტატისტიკის კათედრაზე; 1975 წლიდან მუშაობს სა­ქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ნ. მუსხელი­შვი­ლის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტში (ამჟამად სტუ-ის ნ. მუსხელი­შვი­ლის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი), იყო ამავე ინსტიტუტის მეცნიერი თანამშრომელი, სწავლული მდივანი, დირექტორის მო­ად­გი­ლე; 1978 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის უმაღლესი მათემატიკის კათედრაზე; 2002-2007წწ. მუშაობდა სო­ხუ­მის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტის ალგებრა-გეომეტრიის და მათემატიკური სტატისტიკის კათედრაზე; 2008 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ნ. მუსხელი­შვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტის დირექტორი; 2007-2013წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო მეცნიერებათა ფაკულტეტის მათემატიკის ლაბორატორიის გამგე; 2013 წლიდან საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის და სო­ხუ­მის სა­ხელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორია; 2012 წლიდან არის ქარ­თული ენციკლოპედიის კონსულტანტი. მის სამეცნიერო ინტერესთა სფეროა ალბათობის თეორია ვექტორულ სივრცეებში, შემთხვევით ვექტორთა კორელაციური თეორია და შემთხვევითი მწკრივები, მატრიცებისა და ოპერატორების თეორია. კიბერნეტიკისა და გამოთვლითი მათემატიკის სპე­ციალისტი; ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი (2002).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 650; ნიკო მუსხელიშვილის სახელობის გამოთვლითი მათემატიკის ინსტიტუტი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი: micm.edu.ge

Member of Organizations

  • სა­ქართველოს საინჟინრო აკადემია, აკადემიკოსი (2011-)
  • საქართველოს მათემატიკოსთა კავშირისა საზოგადოება, წევრი
  • საქართველოს სტატისტიკური საზოგადოება, წევრი

Awards and Honors

  • 2023 - საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის საპატიო სიგელი (იუნესკოს მიერ დაწესებულ მეცნიერების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით)
    მათემატიკის დარგში სამეცნიერო მიღწევებისთვის
  • 2013 - ღირსების ორდენი
  • 2003 - ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პრემია

Share: