შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ზვიად კვარაცხელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი. დაამთავრა ზუგდიდის შოთა მესხიას სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტი 2008 წელს. 2007-2008წწ. იყო საზოგადოებრივი ჟურნალ "პრემიერის" არტრედაქტორი; 2010-2011წწ. ჟურნალ "ქართული მწერლობის" რედაქტორის მოადგილე; 2010 წლიდან გამომცემლობების: "ინტელექტისა" და "არტანუჯის" პროექტების კოორდინატორი და მთავარი რედაქტორი; 2013 წლიდან არის ინტერნეტგაზეთ-ის "Mastsavlebeli. ge" ბლოგერი; ავტორია ნოველების, მინიატიურებისა და მხატვრულ-დოკუმენტური თხზულებების, რომლებსაც აქვეყნებს ლიტეტატურულ პერიოდიკაში ("მნათობი", "ცისკარი", "ჩვენი მწერლობა", "ლიტერატურული პალიტრა" და სხვ.); ასევე ავტორია წიგნებისა: "მარჯვენა" (2005), "ქარაგმა" (2006), "ჰაე" (2008), "ილია სამეგრელოში" (2009), "ყიფლიბანდი" (2011), "ფორმა N100" (2013); ავტორი და ხელმძღვანელია სხვადასხვა საგამომცემლო პროექტებისა. 2016 წელს ზვიად კვარაცხელიას რომანი "ფორმა N100" გამოსცა თურქულმა გამომცემლობა გეჯემ. წიგნის მთარგმნელია ჰარუნ ჩიმქე. მისი მოთხრობები თარგმნილია თურქულ, აზერბაიჯანულ და ინგლისურ ენებზე და შესულია გამომცემლობების – Gece, ADK, Comma Press – ანთოლოგიებში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 650-651; გამომცემლობა ინტელექტი: intelekti.ge ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |