The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აკაკი მაქაცარია

აკაკი მაქაცარია
დაბადების თარიღი:15 თებერვალი, 1930
გარდაცვ. თარიღი:25 დეკემბერი, 2001  (71 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ყულიშკარი, ზუგდიდის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1954 წელს. 1963-1966წწ. სწავლობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ასპირანტურაში პროფ. ვ. ზენკოვიჩის ხელმძღვანელობით. 

1967-1986წწ. მეცნიერულ მუშაობას ეწეოდა საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევით ინტიტუტში; 1986 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში ეგზოდინამიკური პროცესების ლაბორატორიის ხემლძღვანელად. იკვლევდა ზღვის ნაპირების დინამიკასა და მორფოლოგიას, კერძოდ, შავი ზღვის საქართველოს სანაპიროებს და კოლხეთის სანაპიროების წყალქვეშა კანიონებს, სანაპირო ზონის მორეცხვისა და ფოთის ნავსადგურის შესასვლელი არხის დასილვის გამომწვევ მიზეზებს. სხვა მეცნიერებთან ერათად შეიმუშავა ბიჭვინთის კონცხისა და ბიჭვინთის საკურორტო კომპლექსის ზღვის შტორმებისაგან დაცვის ორიგინალური მეთოდი. გარდა ამისა, წლების მანძილზე იკვლევდა საქართველოს წყალსაცავებს, მათში მიმდინარე პროცესებს, ნაპირებისა და ფსკერის დინამიკას, მთის წყალსაცავების გავლენას ბუნებრივ გარემოზე, წყალსაცავებისა და ბუნებრივი გარემოს ურთიერთზეგავლენის აქტუალურ პრობლემებს. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ბუნებრივ გარემოზე მთის წყალსაცავების ზემოქმედების გამოკვლევა", დაიცვა 1985 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.188


გააზიარე: