The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რობერტ მაღლაკელიძე

რობერტ მაღლაკელიძე
დაბადების თარიღი:28 სექტემბერი, 1952  (72 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ზესტაფონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ნიადაგების გეოგრაფია და ნიადაგთმცოდნეობის სპეციალობა 1975 წელს.

1975 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი, ლაბორანტი; 1983 წლიდან უფროსი ლაბორანტი, 1985-1988წწ. უფროსი ინჟინერი; 1988-1991წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ფიზიკური გეოგრაფიის და გარემოს დაცვის კათედრა, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი, 1991-2006წწ. დოცენტი; 2006-2009წწ. გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, განათლების, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გეოგრაფიის მიმართულება, ასოცირებული პროფესორი; 2006-2012წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, საქართველოს გეოგრაფიის და ლადნშაფტური დაგეგმარების მიმართულება, ლაბორატორიის გამგე, 2012 წლიდან ასოცირებული პროფესორი. გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიის დოქტორი (2006).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ნიადაგების და ბუნებრივ-ტერიტორიული კომპლექსების დღეღამური მდგომარეობები: ურთიერთკავშირის ანალიზი მარტყოფის სტაციონარის მონაცემების მაგალითზე", დაიცვა 1983 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.188-189; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: