The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნინო კვარაცხელია

დაბადების თარიღი:28 ნოემბერი, 1913
გარდაცვ. თარიღი:16 ოქტომბერი, 1979  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. სო­ხუ­მი.

დაამთავრა სა­ქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1935 წელს.

1947 წლიდან სა­ქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული კულტურების კათედრაზე ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას; 1961 წლიდან იყო სა­ქართველოს ნიადაგმცოდნეობის, აგროქიმიისა და მელიორაციის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის იზოტოპების ლაბორატორიის გამგე; სა­ქარ­თვე­ლო­ში მისი ხელმძღვანელობით დამუშავდა სტაბილური და რადიოაქტიური იზოტოპების გამოყენების თეორიული და პრაქტიკული საკითხები ნიადაგმცოდნეობაში; მან შეისწავლა სა­ქარ­თვე­ლო­ში ბუნებრივი რა­დიონუკლიდების მიგრაციის საკითხები; გამოიკვლია კოლხე­თის დაბლობის წყლების გენეზისისა და ნიადაგის ჰუმუსის ტრანსფორმაციის სპეციალური თავისებურებანი. ავტორია 4 სახელმძღვანელოსი, 2 მონოგრაფიის და სხვა. აგროქიმიკოს-ნიადაგმცოდნე, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი (1956), პროფესორი (1969).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 651

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1969 - სა­ქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: