Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლია მაჭავარიანი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ნიადაგთმცოდნეობის სპეციალობით 1982 წელს. 1982-1990წწ. მუშაობდა ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრის ლაბორანტად. პერიოდულად (1982-1988) სტაჟირებას გადიოდა ქ. მოსკოვში ვ. დოკუჩაევის სახელობის ნიადაგთმცოდნეობის სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტსა და მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სადაც დაეუფლა ნიადაგთმცოდნეობის ახალ მიმართულებას - მიკროპედოლოგიას. 1990 წლიდან იმავე კათედრის მასწავლებელია, ხოლო 1992 წლიდან კათედრის დოცენტი. 1993-1999წწ. შეთავსებით მუშაობდა თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო ინსტიტუტში გეოპოლიტიკის კათედრის გამგედ, სადაც მის მიერ დაარსებულ იქნა სამეცნიერო შრომების კრებული (1997, 1999); 1998-2006წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქართველოს გეოგრაფიის კათედრა, გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, დოცენტი; 2003-2005წწ. დეკანის მოადგილე; 2007-2011წწ. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, სასწავლო პროცესის მართვისა და სამეცნიერო კვლევების სამსახურის უფროსი სპეციალისტი; 2006-2012წწ. ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2012 წლიდან პროფესორი. 1992 წელს მიწვეული იყო გერმანიაში (ბავარია) ბუნების დაცვის ფედერალური სააგენტოს პროგრამით სემინარზე - ეროზიებთან, ღვარცოფებთან და ზვავებთან ბრძოლის ბიოლოგიურ-ტექნიკური მეთოდების გასაცნობად, ხოლო 1997 წელს მიწვეული იყო ფილიპსის სახელობის მარბურგის უნვიერსიტეტში (გერმანია), სადაც გაიარა გეოინფორმაციული სისტემებისა და დისტანციური კვლევის კურსები, 2002 წელს კი ქ. თელ-ავივში (ისრაელი) მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის მიერ "მაშავის" პროგრამით ორგანიზებული აგრომეტეოროლოგიური კურსები. საპატრიარქოს რადიო "ივერიაში" მიჰყავდა გადაცემა საქართველოს გეოგრაფიაში (2001). მას არაერთ სამეცნიერო სიმპოზუმსა და სემინარის მუშობაში აქვს მიღებული მონაწილეობა. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და სასწავლო-მეთოდური ნაშრომები. მონაწილეობდა საერთაშორისო ორგანიზაციების პროგრამით გამოცხადებულ სამეცნიერო პროექტების შესრულებაში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი საბჭოს (სენატის) წევრი; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიურ საბჭოსთან არსებული "ბუნებრივი რესურსების დაცვისა და რაციონალურად გამოყენების უწყებათშორისი კომისიის" წევრი; განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის აკრედიტაციის ექსპერტი; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამის "გეოგრაფია" ხელმძღვანელი; სამაგისტრო პროგრამის "ფიზიკური გეოგრაფია და გარემოს მდგრადი განვითარება" თანახელმძღვანელი; სადოქტორო პროგრამის "გამოყენებითი ეკოლოგია" ხელმძღვანელი; ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტთან არსებული "გამოყენებითი ეკოლოგიის" ინსტიტუტის დირექტორი. გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი (2006). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს სუბტროპიკული ეწერი ნიადაგების მიკრომორფოლოგია და მიკროქიმია", დაიცვა 1989 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.189-190; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.608 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |