The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ყარამან დემეტრაშვილი

დაბადების თარიღი:18??
გარდაცვ. თარიღი:19??
კატეგორია:სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

თვითნასწავლი გლეხი, სოფლის მეურნეობის კარგი მცოდნე და მეურნე. სოფელ მუხრანის საუფლისწულო მამულების გამგე, აგრონომი ბაჟბუკი მას "უდიპლომო აგრონომს", "ვაზის დოსტაქარს"და "სოფლის ექიმს" უწოდებდა. 1905 წელს "ერთობის კომიტეტის" დავალებით ყარამანს თავის ოჯახში შეფარებული ჰყავდა რევოლუციონერები, მის სახლში მართავდნენ ფარულ კრებებს. გარდაიცვალა 80 წლის. სახალხო მთქმელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.854


გააზიარე: