The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



შალვა კვერნაძე

დაბადების თარიღი:5 აგვისტო, 1930
გარდაცვ. თარიღი:3 დეკემბერი, 2006  (76 წლის ასაკში)
კატეგორია:მხატვარი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მაღლაკი, ახლანდელი წყალტუბოს მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სა­ხელმწიფო სამხატვრო აკადემია გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი (პედაგოგი – რ. ია­შვი­ლი) 1958 წელს.

1958 წლიდან მონაწილეობდა სამხატვრო გამოფენებში; ძირითადი ნამუშევრები: ჩა­ის, კონიაკის, წყლის სერვიზები, ლარნაკები, დეკორატიული თეფშები, ჭა­ღების ესკიზები. გრაფიკა: "მედეა", "სადღეგრძელო", "1941-1945 წლები", "ორი სამკუთხედი", "ომის საშინელება"; მონაწილეობდა გამოფენებში (ბა­თუ­მი, თბილისი, მოსკოვი); მისი ნამუშევრები დაცუ­ლია აჭა­რის მხატვართა ფონდში; 1970 წლიდან წლების განმავლობაში პედაგოგიურ მოღვაწეობას ეწეოდა ბათუმის ბავშვ­თა სამხატვრო სკოლაში. მხა­ტვა­რი-კერამიკოსი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 663

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • აჭა­რის ავტონომიური რესპუბლიკის დამსახურებული მხა­ტვა­რი

გააზიარე: