შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ივანე კვესიტაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი რკვია, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა ქ. ერევნის სავეტერინარო ინსტიტუტი 1932 წელს. სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ექსპერიმენტული ვეტერინარიისა და საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტებში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხენის დაავადებათა შემსწავლელი, ასევე ეპიზოოტოლოგიური განყოფილებებისა და ეპიზოოტოლოგიის კათედრის გამგე. 1939-1944წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სავეტერინარო სამმართველოს უფროსად; 1944-1948წწ. იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1949-1956წწ. – ზოოტექნიკურ-სავეტერინარო, ხოლო 1946-1956წწ. – მეცხოველეობის და ვეტერინარის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორი; მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ინფექციური დაავადებების შესწავლის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავების პრობლემებს; მან სსრკ-ში პირველად (თანაავტორებთან ერთად), შეისწავლა და წარმოებაში დანერგა ბაქტერიოფაგი, როგორც ხბოების პარატიფისა და კოლიბაქტერიოზის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება. ამ პერიოდში ის თანამშრომლობდა რ. კოხის ლაბორატორიასთან; XX ს. 40-იანი წლების ბოლოს შექმნა ნახევრად თხიერი ფორმოლვაქცინა, რომელიც წარმატებით გამოიყენეს იმ დროისათვის საქართველოში გავრცელებული ცხვრის ინფექციური აგალაქტიის წინააღმდეგ; ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას; მან, თანაავტორებთან ერთად, გამოსცა ეპიზოოტოლოგიის (1951) და კერძო ეპიზოოტოლოგიის (1960) სახელმძღვანელოები. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ვეტერინარიის მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 665 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |