The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ალშიბაია

გიორგი ალშიბაია
Date of birth:1879
Date of death:1958  (at 79 years)
Category:Public official, Politician

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭკადუაში, ზუგდიდის რაიონი. 

თავის ძმასთან ერთად სწავლობდა ესტონეთში, ქ. იურიევის (დერპტი, ახლანდელი ტარტუ) უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე, საიდანაც 1901 წელს ორივე ძმა, როგორც პოლიტიკურად არაკეთილსაიმედო სტუდენტები გამორიცხეს. თბილისში დაბრუნების შემდეგ იყო პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ. 1905 წელს დააპატიმრეს რევოლუციური გამოსვლებისათვის, იჯდა ქუთაისის ციხეში. ციხიდან განთავისუფლების შემდეგ ჩამოაყალიბა ტერორისტული დაჯგუფება, სახელწოდებით "მფრინავ მებრძოლთა რაზმი", ამ რაზმს კავშირი ჰქონდა ქუთაისის, ბათუმის, ჭიათურის და ბაქოს ტერორისტულ დაჯგუფებებთან. გიორგი ალშიბაია თავს დაესხა ზუგდიდის მაზრის უფროსს, კელამოვს; 1907 წელს მონაწილეობდა თბილისის პოლიცმაისტერის, პოლკოვნიკ მარტინოვზე თავდასხმაში და ჟანდარმის როტმისტრ რუნიჩის მკვლელობაში 1908 წლის 21 მარტს. ანხორციელებდა იარაღის შეძენას, მეფის მთავრობის მიერ დევნილებს ეხმარებოდა უცხოეთში გამგზავრებაში, რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა დაღესტანშიც; სპარსეთში აგზავნიდა მებრძოლებს. 1912 წელს რევოლუციურ საქმიანობას ჩამოშორდა. 1918 წელს იგი აირჩიეს იმ შეიარაღებული რაზმის მეთაურად, რომელსაც ბათუმში თურქების წინააღმდეგ უნდა ებრძოლა; იბრძოდა გენერალ გიორგი მაზნიაშვილის მეთაურობით. შემდეგ მუშაობდა ბორჩალოს მაზრაში (მარნეული) სურსათისა და აბრეშუმის პარკის დამზადებაზე. 1925 წლიდან იყო მეაბრეშუმეობის სპეციალისტი, 1933 წელს დაინიშნა საქაბრეშუმტრესტის აბრეშუმნედლეულის ხარისხის ინსპექტორად. საქართველოს საფეიქრო მრეწველობის სამინისტროს აბრეშუმნედლეულის ხარისხის უფროსი ინსპექტორი. ვასილ ალშიბაიას ძმა. რევოლუციონერი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.120


Share: