შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო მაჭავარიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ჰიდროლოგიის სპეციალობით 1965 წელს. 1975 წელს დაამთავრა უცხო ენების დაუსწრებელი სწავლების ცენტრალური კურსები (ქ. მოსკოვი). 1965-1968წწ. "თბილჰიდროპროექტი", ჰიდროლოგიის განყოფილება, ინჟინერი; 1968-1970წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ჰიდროლოგიის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1970-2006წწ. ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ჰიდროლოგიისა და გეოსაინფორმაციო ტექნოლოგიების განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2006 წლიდან ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ თანამშრომელი. მუშაობს კავკასიის მდინარეების მყარი ჩამონადენის ფორმირებისა და რეჟიმის, ფსკერის და ალუვიური ნალექების შესწავლაზე, მყარი ჩამონადენის კვლევის მეთოდიკის შემუშავებაზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ცენტრალური კავკასიონის სამხრეთი ფერდობის მდინარეების მყარი მასალის ჩამონადენი", დაიცვა 1971 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.190; ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |