შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კუკური მგელაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ხიდისთავი, ჩოხატაურის რაიონი. დაამთავრა საზღვაო ტექნიკუმი 1935 წელს და მუშაობა დაიწყო ქ. ბაქოს გემსარემონტო ქარხანაში ჰიდროტექნიკოსად; 1936-1937წწ. იყო ქ. სოხუმის სამშენებლო ტრესტის ტექნიკოსი; 1937-1938წწ. იმყოფებოდა წითელი არმიის რიგებში; 1938 წელს ჩაირიცხა სოხუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში; 1941 წელს გაიწვიეს მეორე მსოფლიო ომში; 1942 წელს ტყვედ ჩავარდა და მოხვდა საკონცენტრაციო ბანაკში, სადაც იმყოფებოდა 1945 წლამდე; 1947 წელს დაამთავრა სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი და დატოვებულ იქნა კათედრაზე ასისტენტად. პროფესორ ბორის დობრინინის ხემძღვანელობით ჩაატარა სამეცნიერო ექსპედიციები აფხაზეთის ტერიტორიაზე. 1962-1974წწ. იყო სოხუმის პედაგოგიური ინსტიტუტის კათედრის გამგე. გამოქვეყნებული აქვს 40-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი. მათში მოცემულია აფხაზეთის მრავალფეროვანი ბუნებრივი პირობები, ფიზიკური გეოგრაფიისა და ლანდშაფტმცოდნეობის თეორიული საკითხები. კითხულობდა ლექციებს სსრკ ფიზიკურ გეოგრაფიაში, ტოპოგრაფია-კარტოგრაფიაში, საქართველოს ფიზიკურ გეოგრაფიაში, ლანდშაფტმცოდნეობასა და ბიოგეოგრაფიაში. იყო ტურიზმის რესპუბლიკური საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე. მიღებული აქვს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის და სსრკ გეოგრაფიული საზოგადოების საპატიო სიგელები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი (1962). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთიანი აფხაზეთის ცენტრალური ნაწილის ფიზიკურ-გეოგრაფიული დახასიათება", დაიცვა 1955 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.190-191 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |