The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი კვინიკაძე

გიორგი კვინიკაძე
დაბადების თარიღი:3 იანვარი, 1946
გარდაცვ. თარიღი:25 სექტემბერი, 2018  (72 წლის ასაკში)
კატეგორია:სამხედრო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი წაღვლი, ახლანდელი ხაშურის მუნიციპალიტეტი.

1965-1991წწ. მსახურობდა სსრკ, ხოლო 1992-1998წწ. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში; 1992-1993წწ. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მართვის პუნქტის განყოფილების უფროსი; 1993-1995წწ. საქართველოს ჰაერსაწინაღო თავდაცვის ჯარების უფროსი, სარდლის მოვალეობის შემსრულებელი; 1995-1998წწ. სარდალი; 1998 წლიდან დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან; 1998-2018წწ. მუშაობდა საქართველოს სამოქალაქო ავიაციაში. გენერალ-მაიორი (1996).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 666; წიგნი ღირსებისა: ტ. 1/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2000. - გვ.249

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1995 - ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენი

გააზიარე: