The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ კვინიხიძე

დაბადების თარიღი:21 იანვარი, 1889
გარდაცვ. თარიღი:7 თებერვალი, 1968  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:პოზნანი, პოლონეთი
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, საზოგადო მოღვაწე, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ვიტებსკი.

დაამთავრა პოზნანის უნივერსიტეტი 1922 წელს. 

1907-1910წწ. სწავლობდა კიევის უნივერსიტეტის მათემატიკა-სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო ფაკულტეტზე, საიდანაც გარიცხეს სტუ­დენ­ტურ დემონსტრაციაში მო­ნა­წილეობის გამო; 1918-1920წწ. იყო დენიკინის არმიის შტაბის კავალერიის ოფიცერი და იბრძოდა საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ; 1951-1959წწ. მუშაობდა მისივე მო­ნა­წი­ლე­ო­ბით დაარსებული პოზნანის სასოფლო-სამეურნეო უმაღლესი სკოლის (1972 წლიდან აკადემია) ნიადაგმცოდნეობის კა­თე­დრის გამგედ; იყო რამდენიმე სამეცნიერო ჟურნალის სარედაქციო საბჭოს წევრი; წლების განმავლობაში პოლონეთის ქარ­თველ­თა საზოგადოების წევრი; აქტიურად მონაწი­ლეობდა ქარ­თული დიასპორის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებში; მიღებული აქვს პოლონეთის სა­ხელმწიფოს ჯილდოები, მათ შორის პოლონეთის ნაციონა­ლური პრემია (პოლონეთის ნიადაგების რუკის შედგენა-გამოცემისათვის, 1951). პოზნანის სოფლის მეურნეობის აკადემიის ერთ-ერთი დამაარსებელი (1951), ნიადაგმცოდნე, მეცნიერებათა დოქტორი (1933), პროფესორი (1951).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 668


გააზიარე: