The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ კვიჟინაძე

დაბადების თარიღი:1928
გარდაცვ. თარიღი:1984  (56 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ოზურგეთი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (1950).

ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სა­ქარ­თველოს მეცნიერებათა აკადემიის ფილოსოფიის კათედრაზე; 1970 წლიდან იყო საზოგადოებრივ მეცნიერებათა დარგში სამეცნიერო ინფორმაციის ცენტრის ფილოსოფიის განყოფილების გამგე. მისი ფილოსოფიური კვლევის ­ცენტრალური საგანი იყო ჭეშმარიტების პრობლემა. მისი აზრით, ჭეშმარიტება შეიძლება სწორად იყოს შეცნობილი მხოლოდ დიალექტიკური ასახვის თეორიის საფუძველზე. ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორი (1974), პროფესორი (1976). 

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 669

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: