შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
რობერტ კერ-პორტერი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. დარემი. იმოგზაურა კავკასიაში, ირანსა და მცირე აზიაში; 1817 წლის 12 ოქტომბერს საქართველოს სამხედრო გზით თბილისში ჩამოვიდა, სადაც ნოემბრის დასაწყისამდე დარჩა; იყო სოღანლუღში, კოდაში, შულავერში, ლორეში. ნაშრომში "მოგზაურობა საქართველოში, სპარსეთში, სომხეთსა და ძველ ბაბილონში" დაწვრილებით აღწერა საქართველოს სამხედრო გზა, ქვეყნის წარსული, ქართველთა ჩვევები და ადათები, ქალთა ტიპები, ტანსაცმელი; აქვს ცნობები ცალკეულ მოღვაწეებზე, მაგალითად, ალექსანდრე ბატონიშვილზე, ა. პ. ერმოლოვზე და სხვ. ინგლისელი მხატვარი და მოგზაური, რუსეთის იმპერატორ ალექსანდრე I-ის კარის მხატვარი (1804). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 631-632
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |