The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი მელაძე

გიორგი მელაძე
Date of birth:18 August, 1930  (95 years)
Category:Geographer, Scientist, Educator, Agricultural Worker

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი მათხოჯი, ხონის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის სუბტროპიკული მეურნეობის ფაკულტეტი სწავლული აგრონომის კვალიფიკაციით 1953 წელს; ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტის  ასპირანტურა 1961 წელს.

1953-1954წწ. მუხაესტატეს (ქობულეთის რ-ნი) ციტრუსების მეურნეობა, აგრონომი; 1954-1963წწ.  სუბტროპიკული კულტურების სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ თანამშრომლი; 1963 წლიდან მუშაობს ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიური ინსტიტუტში უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე, 1979 წლიდან ამავე ინსტიტუტის აგრომეტეოროლოგიის განყოფილების გამგედ; 1974-1994წწ. საქართველოს სასოფლო-სამეურნეო უნივერსიტეტი, ფიზიკის კათედრის პროფესორი; 1979-2005წწ. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, აგრომეტეოროლოგიის განყოფილება, განყოფილების გამგე; 2005-2010წწ. სსიპ ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტი, კლიმატოლოგიის და აგრომეტეოროლოგიის განყოფილება, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2011-2018წწ.  საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი; 2019 წლიდან  სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარე; გამოქვეყნებული აქვს 110-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მათ შორის 6 მონოგრაფია. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1988).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ახალი სუბტროპიკული რაიონების აგროკლიმატური დახასიათება", დაიცვა 1962 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "სუბტროპიკული ტექნიკური კულტურების წარმოების აგროკლიმატური პირობების გამოკვლევა კავკასიის ტერიტორიაზე, მათი განვითარებისა და მოსავლის აგრომეტეოროლოგიური პროგნოზების მეთოდები", დაიცვა 1975 წელს (ქ. ლენინგრადი).

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.191-192; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.24; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული  აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.geსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ვებგვერდი: my.gtu.ge

Member of Organizations

  • საქართველოს აგროტექნოლოგიური აკადემია, ნამდვილი წევრი
  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, ნამდვილი წევრი (1999-)

Awards and Honors

  • 2022 - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის "ოქროს მედალი"
  • 2001 - ღირსების ორდენი
  • 1983 - საქართველოს დამსახურებული აგრონომი
  • 1970 - მედალი "შრომითი მამაცობისთვის"
  • სსრკ სახალხო მეურნეობის მიღწევათა გამოფენა (ВДНХ) (ბრინჯაოს მედალი)

Bibliography


Share: