The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ოთარ მელიქიშვილი

ოთარ მელიქიშვილი
Date of birth:26 April, 1928
Date of death:11 March, 1983  (at 54 years)
Category:Geographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

საშუალო სკოლის წარჩინებით დამთავრების შემდეგ, 1947 წელს სწავლა განაგრძო ქ. თბილისში მოსკოვის ფილიალთან არსებულ იურიდიულ სპეციალობაზე, რომელიც მალე დაიხურა. 1950 წელს უგამოცდოდ ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც 1955 წელს დაამთავრა კლიმატოლოგიის სპეციალობით. 

მუშაობა დაიწყო საქართველოს მინისტრთა საბჭოსთან არსებულ ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოში. 1957-1968წწ. იყო უფროსი ინჟინერი და ჯგუფის უფროსი; 1968-1975წწ. განყოფილების გამგე და 1976-1983წწ. თბილისის ობსერვატორიის დირექტორის მოადგილე. წლების მანძილზე შეთავსებით ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. მისი ინიციატივით ქ. ფოთში შეიქმნა ექსპერიმენტულ-მეთოდური ბაზა. აქ დაკვირვებების შედეგად მიიღო რიგი დასკვნები, რომლებიც გამოიყენა სამეცნიერო ნაშრომებში. კერძოდ, ნალექების გაზომვისას დაშვებული ცდომილებები და მათი თავიდან აცილების ხერხები, დაადგინა აღრიცხული ნალექების რაოდენობაზე მოქმედი ფაქტორების რიცხვითი მაჩვენებლები, რითაც საკმაოდ დააზუსტა ადრე შედგენილი იზოჰიეტების რუკები. აღსანიშნავია აგრეთვე მაღალმთიანი ადგილების ატმოსფერული ნალექების განაწილების კანონზომიერებათა შესწავლა და იქ გაზომილი ნალექების მეთოდიკის დაზუსტება. მას ეკუთვნის 30-მდე სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება კლიმატოლოგიის, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ საკითხებს. გამოქვეყნებული აქვს მეთოდური მითითებები. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ატმოსფერული ნალექების მრავალწლიური სიდიდეების განსაზღვრა, ნალექმზომი ხელსაწყოების ცდომილებების გათვალისწინებით", დაიცვა 1970 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.192-193


Share: