შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა მელიქსეთ-ბეგი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1969 წელს. 1967 წლიდან მუშაობს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე ლაბორანტის, უფროსი ლაბორანტის, ასისტენტის და უფროსი მასწავლებლის თანამდებობაზე. 1981-1984წწ. სწავლობდა ასპირანტურაში ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. მონაწილეობს სამეცნიერო კონფერენციებში. ნაშრომები ძირითადად ეხება გეოგრაფიის მეთოდიკას და მოსახლეობის მიგრაციულ პროცესებს. 1971 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას. ატარებს სტუდენტთა პედაგოგიურ პრაქტიკას, კითხულობს ლექციებს ეკონომიკურ და ბიზნესის ფაკულტეტებზე. წლების განმავლობაში იყო კათედრის მდივანი და საქართველოს განათლების სამინისტორის გეოგრაფია-გეოლოგიის სექციის სწავლული მდივანი. 1986-1990წწ. შეთავსებით მუშაობდა ვ. კომაროვის სახელობის ფიზიკა-მათემატიკის რესპუბლიკურ საშუალო სკოლა-ინტერნატში გეოგრაფიის მასწავლებლად; 1993 წლიდან კი თბილისის მე-6 ქართულ-გერმანულ გიმნაზიაში. ეკონომ-გეოგრაფი, უფროსი მასწავლებელი. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.193
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |