The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გელა მესტიაშვილი

გელა მესტიაშვილი
დაბადების თარიღი:5 აპრილი, 1955  (70 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, მეცნიერი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი მაგნიტური ჰიდროდინამიკის სპეციალობით 1978 წელს.

მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში. უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები, რომლებიც შეეხება ატმოსფეროს ოპტიკას, კლიმატს, ატმოსფეროს აეროზოლურ გაჭუჭყიანებას. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კონტინენტური და ზღვისმიერი წარმოშობის ატმოსფერული აეროზოლების ოპტიკური მახასიათებლების სტატისტიკური სტრუქტურა", დაიცვა 1990 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.194


გააზიარე: