The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იური ქადარია

იური ქადარია
დაბადების თარიღი:10 აგვისტო, 1946
გარდაცვ. თარიღი:2021  (74 წლის ასაკში)
კატეგორია:მეზღვაური, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნორიო, აბაშის რაიონი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი გემთწამყვანის სპეციალობით 1969 წელს; სამხედრო ოფიცრის წოდების მიღების მიზნით 1969-1970 წწ. სტაჟირებას სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდებზე გადიოდა; 1980-1981 წწ. სწავლობდა და გაიარა ინგლისური ენის შემსწავლელი სპეცკურსი ქალაქ ოდესაში.

1963 წელს აბაშის საშუალო სკოლის დასრულებისთანავე მუშაობა დაიწყო  ფოთის პორტში საზღვაო ნავსადგურის ბუქსირ "ორშა"-ს ზეინკლად და მოტორისტად; 1970 წელს მან საქმიანობა და ზღვაში ცურვა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ტანკერებზე - «Эвенск»-სა და «Алексеевка»- ზე დაიწყო მატროსად, 1970-1976 წწ. კი კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ ცურავდა ჩვენი სანაოსნოს გემებზე - «Поти», «Чкалов»-სა და «Бугульма»-ზე; 1976 წელს სასწავლებლად ჩაირიცხა ნოვოროსიისკის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასაწავლებლის (НВИМУ) გემთწამყვანობის ფაკულტეტის დაუსწრებელ განყოფილებაზე, პარალელურად კი ტანკერების -«Фридрих Энгельс», «Алексеевка», «Александр Цулукидзе»-სა და «Цезарь Куников»-ის კაპიტნის უფროსი თანაშემწე იყო; 1980 წლიდან კი ტანკერ «Цезарь Куников»-ის კაპიტნი გახდა; 1986 წელს, საზღვაო ფლოტის სამინისტროს კოლეგიის გადაწყვეტილებით შორეული ნაოსნობის ყველა ტიპისა და სიდიდის გემების კაპიტნად დაამტკიცეს; 1988 წელს, მან ხელი მოაწერა მიღების აქტს და ხორვატეთში, სპლიტის გემთსაშენი «Split Shipyard»-ში ჩაიბარა საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ახალი ხომალდი, ტანკერი - «Академик Узнадзе»; მოგვიანებით ამ გემზე საქმიანობისას მიღწეული შედეგებისათვის სანაოსნოს ფლოტის საუკეთესო კაპიტნის წოდებაზეც იყო წარდგენილი; 1980-1999 წწ. შორეული ნაოსნობის კაპიტანი ი. ქადარია საქართველოს საზღვაო სანაოსნოსა და სხვადასხვა ერთობლივი კომპანიების არაერთი გემის («Medea», «Gonio», «Poti», «Uznadze», «Vekua») ეკიპაჟს მეთაურობდა; 1999-2004 წწ. როგორც შორეული ნაოსნობის კაპიტანი თანამშრომლობდა ისეთ ავტორიტეტულ საერთაშორისო სანაოსნო კომპანიებთან, როგორებიცაა «Columbia Shipmanagement», « St.Mary», «Ilia», «Nata»«Allseas Marine S.A.», «Sun» (2005), «Paul Gilmore» (2005) და სხვა. 2009-2014 წწ. იყო კაპიტანი «Columbia Shipmanagement»-ის გემებზე: «Petrolina», «Petrolina Ocean», «Baltic Adonia 1», «Cape Daly» და სხვა; 2014 წლიდან ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას ბათუმის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ "ანრი"-ში და ბათუმის სახელმწიფო საზრვაო აკადემიაში. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: