შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიგლა გობეჩია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ორი ფაკულტეტი – ინჟინერ გეოლოგისა (1953) და ინჟინერ ჰიდროტექნიკოსის (1965) სპეციალობით. 1974-1994წწ. მუშაობდა სხვადასხვა პასუხსაგებ სამეცნიერო თანამდებობაზე; 1994 წლიდან იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, ჟურნალ "მეცნიერება და ტექნიკის" მთავარი რედაქტორის მოადგილე; არჩეული იყო საერთაშორისო ჰიდრავლიკოსთა ასოციაციის წევრად; მისი სამეცნიერო კვლევის ძირითადი მიმართულებები: საქართველოს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენება და დაცვა; წყალთა მეურნეობის განვითარების თავისებურებები მთის რეგიონებში; გეოეკოლოგიური, ჰიდროგეოლოგიური, წყალსამეურნეო, ჰიდრომელიორაციული პრობლემები, ბუნებრივი რესურსების ათვისების საკითხები; ტექნიკის მეცნიერებათა დოქტორი (1994), პროფესორი (1996). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. II. -თბ., 2012.-გვ.54 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |