The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელენე მესხი

ელენე მესხი
დაბადების თარიღი:3 ივლისი, 1905
გარდაცვ. თარიღი:3 ივლისი, 1984  (79 წლის ასაკში)
კატეგორია:გეოგრაფი, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

წარჩინებით დაამთავრა ქ. ქუთაისის ქალთა გიმნაზია 1924 წელს. მუშაობა დაიწყო ბაღდათის შვიდწლიან სკოლაში რუსული ენის მასწავლებლად. 1928 წელს სწავლობდა ოთხწლედის მასწავლებელთა გადასამზადებელ კურსებზე. 1930 წელს მუშაობას იწყებს თბილისში განსახკომის მესამე საცდელ-საჩვენებელ საბავშვო ბაღში მასწავლებლად. 1937 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომ-გეოგრაფის კვალიფიკაციით.

1938 წელს მუშაობა დაიწყო ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე. 1964 წლიდან იყო უფროსი მასწავლებელი. იგი კითხულობდა ლექციებს სსრკ ეკონომიკურ გეოგრაფიაში; მონაწილეობა მიიღო 1947 წელს გამოცემულ VII კლასის "საქართველოს გეოგრაფიის" სახელმძღვანელოს მომზადებაში; თანაავტორობით გამოაქვეყნა საკურსო შრომების თემატიკა ეკონომიკურ გეოგრაფიაში (1960 და 1964); საკმაო შრომა გასწია "გეოგრაფიულ სახელწოდებათა ახსნა-განმარტებითი ლექსიკონის" შედგენაში (1965). შესრულებული აქვს 25 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებიც ეხება ეკონომიკური გეოგრაფიის საკითხებს; სათანადო ადგილი დაუთმო ქართველი მოგზაურების მოღვაწეობას და საზღვარგარეთის ქვეყნების (ინდოეთი, ბირმა და სხვ.) შესწავლას. ეკონომ-გეოგრაფი.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.194

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: