The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ჯემილა მესხია

ჯემილა მესხია
Date of birth:19 April, 1933  (92 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ზუგდიდი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი გეომორფოლოგიის სპეციალობით 1956 წელს. 1961 წელს ჩაირიცხა გეომორფოლოგიის კათედრის ასპირანტად.

1962 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრაზე ლაბორანტად. მისი საკანდიდატო ნაშრომი წარმოადგენს ენდო- და ეგზოგენური ფაქტორების უკუკავშირებით გეომორფოლოგიის რიგი ფუნდამენტური საკითხების ახსნის ცდას; სადოქტორო ნაშრომი წარმოადგენს მნიშვნელოვან მოვლენას კავკასიის რეგიონალურ გეომორფოლოგიაში. მასში გაგრძელებულია ტრადიციული მორფოსტრუქტურული მიმართულება, მაგრამ განვითარებულია ახალი სამეცნიერო-მეთოდური საფუძველი. ნაშრომის ძირითადი ღირსებაა მორფოსტრუქტურა-მორფოსკულპტურათა კორელაციური ნალექების კომპლექსური გეომორფოლოგიური ანალიზი, მათ შორის, უკუკავშირებით რელიეფის სხვადასხვა გეომორფოლოგიური დონეების (მოსწორებული ზედაპირების, ზღვიური და მდინარეული ტერასების, კარსტული და მყინვარული წარმონაქმნების და სხვ.) და ტექტონიკური დეფორმაციის ასაკის და ხასიათის, მორფოსტრუქტურების ტიპების და რელიეფის ასაკის დადგენა. მის მაგალითზე დასმული და გადაწყვეტილია გეომორფოლოგიის ისეთი ფუნდამენტური საკითხები, რომლებიც ხანგრძლივი დისკუსიის საგანი იყო. 2001 წლის საერთაშორისო გეომორფოლოგიურ თათბირზე ნაშრომს მაღალი შეფასება მიეცა. ამ და სხვა საკითხებზე ავტორს გამოქვეყნებული აქვს 33-ზე მეტი ნაშრომი საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების სამეცნიერო გამოცემებში. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მდ. ცხენისწყლის აუზის შუა და ქვემო ნაწილების გეომორფოლოგია", დაიცვა 1968 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "შავი ზღვის ქვაბულის მიმდებარე მთიანეთის რელიეფის მორფოსტრუქტურული ანალიზი (საქართველოს ფარგლებში)", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.195


Share: