შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გიორგი მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1958 წელს სწავლა დაიწყო ბათუმის პედაგოგიურ ინსტიტუტში ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტზე, ხოლო 1960 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტზე, რომელიც დაამთავრა ინჟინერ-ჰიდროლოგის კვალიფიკაციით 1965 წელს. 1964-1966წწ. მუშაობდა ჰიდრომეტეოროლოგიური სამმართველოს სამგორის სადგურის ინჟინრად; 1966-1968წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი; 1966 წლიდან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხმელეთის ჰიდროლოგიისა და ნიადაგთმცოდნეობის კათედრის ასისტენტია; 1970-1971 წწ. გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე; 1970 წელს აირჩიეს კათედრის დოცენტად; 1996 წელს არჩეულია მეტეოროლოგია-ოკეანოლოგიის კათედრის პროფესორად. გამოქვეყნებული აქვს 100-მეტი სამეცნიერო ნაშრომი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1996). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აღმოსავლეთ საქართველოს სეზონური რეგულირების წყალსაცავების ჰიდროლოგიური რეჟიმი", დაიცვა 1970 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "მსოფლიო ოკეანის თანამედროვე ევსტაზია და ზღვისპირა რეგიონების ევსტატური პრობლემები", დაიცვა 1995 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.195-196 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |