შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
პარმენ მეტრეველი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: დაბა ონი. დაამთავრა ქ. მოსკოვის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ელექტროინჟინრის სპეციალობით 1930 წელს. პარალელურად 1938 წელს დაამთავრა ქ. მოსკოვის მ. ლომონოსოვის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი გეოგრაფიის სპეციალობით. მუშაობდა მოსკოვის საარტილერიო სასწავლებლის ერთ-ერთ ხელმძღვანელად. მონაწილეობდა მეორე მსოფლიო ომში. მიღებული ჰქონდა პოლკოვნიკის წოდება. 1946 წლიდან შეუდგა პედაგოგიურ მოღვაწეობას. 1946-1975წწ. საშუალო სკოლაში ასწავლიდა გეოგრაფიას; 1955-1970წწ. იყო სკოლის დირექტორი; მოღვაწეობდა აგრეთვე პედაგოგიურ აკადემიაში. შექმნა გეოგრაფიის სახელმძღვანელოები. დაჯილდოებულია საბრძოლო ორდენებითა და მედლებით. რუსეთის დამსახურებული მასწავლებელი (1960). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.196 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |