შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით კაპანაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტი, სპეციალობით ავტომატიზაცია და კომპლექსური მექანიზაცია მანქანათმშენებლობაში 1991 წელს. ეწეოდა ადმინისტრაციულ საქმიანობას: 1992 წელს ინსპექტორი, ლაგოდეხის რაიონული საკრებულოს ეკონომიკურ განყოფილებაში; 1992-1994წწ. უფროსი სპეციალისტი, ლაგოდეხის რაიონული საკრებულოს ეკონომიკური პროგნოზირების, ეკონომიკური კავშირების და პრივატიზაციის განყოფილებაში; 1994-1996წწ. ლაგოდეხის რაიონის გამგეობის სპორტის განყოფილების გამგე; 1996-1998წწ. ლაგოდეხის რაიონის გამგეობის თავმჯდომარის მოადგილე; 1998-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი, მაჟორიტარი დეპუტატი; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: საქართველოს მოქალაქეთა კავშირი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, №15 მაჟორიტარული საარჩევნო ოლქი. წყარო: საქართველოს პარლასმენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 191 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |