Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
კონსტანტინე კაპანაძე![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი, ასპირანტურა და სკკპ ცენტრალურ კომიტეტთან არსებული საზოგადოებრივ მეცნიერებათა აკადემია. 1966-1970წწ. თბილისის N2 მექანიკური ქარხნის მუშა; 1970-1991წწ. ეწეოდა პარტიულ საქმიანობას: საქართველოს ალკკ თბილისის ისნის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ თბილისის სამგორის რაიკომის პირველი მდივანი, საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მრეწველობისა და ტრანსპორტის განყოფილების, სოციალურ-ეკონომიკური განყოფილების გამგე, 1990 წელს საქართველოს კპ ცენტრალური კომიტეტის მდივანი; 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი: მაჟორიტარი, სამგორის საარჩევნო ოლქი, საქართველოს კომპარტია. ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკისებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი). ეკონომიკის მეცნიერებათა კანდიდატი. წყარო: საქართველოს პარლასმენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 191 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |