Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მირიან მირიანაშვილი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ჰიდროლოგიის სპეციალობით 1962 წელს. 1962-1964წწ. მუშაობდა ქ. ალმა-ათაში, ყაზახეთის ჰიდრომეტეოროლოგიის სამსახურში ინჟინრის თანამდებობაზე; 1964 წლიდან - ამიერკავკასიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში ჯერ ინჟინრის, შემდეგ უმცროსი, ხოლო 1974 წლიდან უფროსი მეცნიერ თანამშრომლის თანამდებობაზე; 1987 წლიდან მუშაობდა "ენერგოქსელპროექტში" მთავარ ჰიდროლოგად; 1974-1976წწ. სამუშაოდ მივლინებული იყო სირიაში; 1981-1983წწ. - საირიგაციო სამუშაოებისათვის ანგოლაში. გამოქვეყნებული აქვს 17 სამეცნიერო ნაშრომი საქართველოს წყლის რესურსების და მდინარეთა რეჟიმის შესახებ. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლხეთის დაბლობზე წყლის ბალანსის ელემენტების გაანგარიშება", დაიცვა 1973 წელს (ქ. ლენინგრადის ჰიდროოგიის ინსტიტუტი). წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.196-197 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |