The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დალი მიქაუტაძე

დალი მიქაუტაძე
Date of birth:21 June, 1949  (75 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის სპეციალობით 1972 წელს. 1972-1975წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიის განხრით.

1978-1979წწ. ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის გეოგრაფიის კათედრის მასწავლებელი; 1979-1982წწ. - გეოგრაფიის კათედრის უფროსი მასწავლებელი; 1982-2005წწ. - გეოგრაფიის კათედრის დოცენტი; 2005 წლიდან მედიცინისა და საბუნებისმეტყვრლო მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გეოგრაფიის მიმართულებით; 2007 წლიდან - ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკუტეტის სასწავლო-სამეცნიერო პროცესის კოორდინატორი; 2006 წლიდან აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი; 2006-2014წწ. - გეოგრაფიის დეპარტამენტის კოორდინატორი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის საბჭოს წევრი. მის სადისერტაციო ნაშრომში გამოკვლეულია ზღვისპირა რაიონების კლიმატური პირობების კავშირი ტროპოსფეროს სრული ენერგიის მდგენელებთან; დადგენილია ურთიერთ-დამოკიდებულება ამ მდგენელებსა და ატმოსფერულ ნალექებს შორის. მიღებულია საპროგნოზო განტოლება თავსხმა ნალექების წინასწარმეტყველებისათვის, 36-72 საათით ადრე. მისი კვლევის ობიექტს შეადგენს ეკოლოგიის საკითხები; ჩატარებული აქვს საინტერესო სამუშოები ატმოსფერული ჰაერის დამაჭუჭყიანებელ ზოგიერთ ინგრედიენტსა და მეტეოროლოგიურ ელემენტებს შორის ურთიერთკავშირის გამოვლენის მიზნით. მიღებული შედეგები გაშუქებულია ხელნაწერ ფონდებში. გამოქვეყნებული აქვს 53 სამეცნიერო ნაშრომი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ჰაერის მასების ტრანსფორმაცია შავი ზღვის ზედაპირზე გადმოსვლისას", დაიცვა 1977 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.197; ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: atsu.edu.ge

Bibliography


Share: