The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მოწერელია

ალექსანდრე მოწერელია
დაბადების თარიღი:25 თებერვალი, 1910
გარდაცვ. თარიღი:10 მაისი, 1998  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეცნიერი, პედაგოგი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა თბილისის სუბტროპიკული კულტურების საკავშირო ინსტიტუტი აგრონომის სპეციალობით 1931 წელს.

1932-1938წწ. მუშაობდა კოლხეთის მელიორაციისა და სუბტროპიკული კულტურების საცდელ სადგურში ნიადაგთმცოდნედ; 1938-1939წწ. იყო საბჭოთა არმიის კურსანტი; 1939-1940წწ. ფოთის ჰიდრომელიორაციის ტექნიკუმის დირექტორის მოადგილე სასწავლო დარგში; 1940-1942წწ. კოლხეთის მელიორაციისა და სუბტროპიკული კულტურების საცდელ სადგურში უფროსი მეცნიერ თანამშრომელია; 1942-1945წწ. ფოთის ჰიდრომელიორაციის ტექნიკუმის დირექტორი; 1945-1972წწ. იყო ჩაისა და სუბტროპიკული კულტურების საკავშირო სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის კოლხეთის ფილიალის დირექტორი; 1972-1978წწ. მუშობდა საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტის ნიადაგთმცოდნეობისა და მელიორაციის კათედრის გამგედ; 1978 წლიდან ტრესტ "კოლხიდმშენის" სამშენებლო ლაბორატორიის გამგეა; 1980 წლიდან მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში კოლხეთის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელად და წამყვან მეცნიერ თანამშრომლად. 1936-1965წწ. ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1953-1955წწ. - ქუთაისის სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტში; 1972-1978წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის ინსტიტუტში. ავტორია 70-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომისა, რომლებიც ეხება კოლხეთის დაბლობის მელიორაციასა და სასოფლო-სამეურნეო ათვისებას. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები, მათ შორის საქართველოს უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1961, 1967, 1970). სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1976).

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კოლმატაჟი და კოლხეთის კოლმატური ნიადაგების ფორმირება, დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "კოლხეთის დაბლობის ნიადაგები, მათი მელიორაცია და სასოფლო-სამეურნეო ათვისება", დაიცვა 1967 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.198-199

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - შრომის წითელი დროშის ორდენი
  • 1961 - შრომის წითელი დროშის ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: