The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



იოსებ კასრაძე

იოსებ კასრაძე
დაბადების თარიღი:22 აპრილი, 1947
გარდაცვ. თარიღი:10 მარტი, 2012  (64 წლის ასაკში)
კატეგორია:ექიმი, პოლიტიკოსი, ფოლკლორისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა თბილისის სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს. 

1970-1980წწ. საქართველოს სახელმწიფო ფილარმონიის ანსამბლ "ოროველას" სოლისტ-ინსტრუმენტალისტი, ქარელის რაიონის სოფელ აბანოს დოლომიტების წარმოების საექიმო პუნქტის გამგე, ანსამბლ "ოროველას" მხატვრული ხელმძღვანელი; 1980-1988წწ. თბილისის ნ. კახიანის სახელობის საავადმყოფოს ექიმი-ორდინატორი, 1988 წლიდან ამავე საავადმყოფოს განყოფილების გამგე. 1990-1991წწ. საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭოს წევრი, საარჩევნო ბლოკი: საარჩევნო ბლოკი "მრგვალი მაგიდა – თავისუფალი საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით, ეროვნულ-ლიბერალური კავშირი; ხელი აქვს მოწერილი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე 1991 წლის 9 აპრილი).

წყარო: საქართველოს პარლასმენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 192

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს რესპუბლიკის პირველი მოწვევის უზენაესი საბჭო, წევრი (1990-1991)

გააზიარე: