| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
გურჯი კაჭარავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. აბაშა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით საბუღალტრო აღრიცხვა 1965 წელს. აბაშის რაისაბჭოს აღმასკომის კულტურის განყოფილების ბუღალტერი (1958); 1959-1966წწ. მუშაობდა აბაშის ბამბეულის საქსოვ ფაბრიკაში სხვადასხვა თანამდებობებზე; კპ აბაშის რაიკომის საორგანიზაციო განყოფილების ინსტრუქტორად (1966); 1966-1967წწ. მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსად; 1967-1969წწ. ბამბეულის საქსოვი ქარხნის დირექტორად; 1969-1970წწ. საქართველოს მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მომსახურეობის სამინისტროს საორგანიზაციო განყოფილების უფროსის მოადგილედ; 1970-1972წწ. აბაშის რაიკოოპერატივის გამგეობის თავმჯდომარედ; 1972-1976წწ. აბაშის ჩაის ფაბრიკის ინჟინერ-ნორმადარი; 1976-1982წწ. აბაშის სასოფლო-სამეურნეო გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილე; 1982-1994წწ. პურის მიმღები საწარმოს დირექტორი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟრიტარული, მაჟორიტარი №63 აბაშის საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.-გვ. 192 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

