შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერაბ ანთაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1975 წელს. 1976-1978წწ. იყო ამიერკავკასიის რკინიგზის დეპარტამენტის, მთავარი ინჟინერი; 1978-1990წწ. კავკასიის მინერალური ნედლეულის ინსტიტუტის, მთავარი ინჟინერი; 1988-1990წწ. საპატრიარქოს საეკლესიო ნივთების სახელოსნო, ხელმძღვანელი; 1991-1992 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ანალიზის და პროგნოზის განყოფილების მდივანი; 1992-1994წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1994-1995წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე; 1996-1998წწ. საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის მთავარი სპეციალისტი; 1992-2006წწ. რუსეთთან პოლიტიკური, სამხედრო და კონფლიქტების საკითხებში მოლაპარაკებების კომისიის წევრი; 1998-2006წწ. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2006-2007წწ. კონფლიქტების მოგვარების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრი; 2007 წ. ივლისი-ოქტომბერი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე; 2007-2008წწ. საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიან ელჩი უკრაინაში; 2009-2014წწ. დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია - "სუამ-ში" საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი; 2014-2020წწ. მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2002). სახელმწიფო და პოლიტიკური მოღვაწე. წყარო: საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: moldova.mfa.gov.ge; წყარო: დამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021., ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 31 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |