The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით მაზანაშვილი

დავით მაზანაშვილი
Date of birth:7 August, 1972  (52 years)
Category:Musician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მუსიკალური სასწავლებელი, სადაც გაიარა როგორც კლასიკური და ჯაზური ფორტეპიანოს, ასევე საკომპოზიციო კლასი.

ფორტეპიანოზე დაკვრა 4 წლიდან დაიწყო; 10 წლის ასაკში მონაწილეობა მიიღო ახალგაზრდა კომპოზიტორთა კონკურსში, სადაც ლაურეატის წოდება მიიღო; 1999 წელს მუშაობდა და მოღვაწეობდა ნიუ-იორკში. აშშ-დან დაბრუნების შემდეგ შეხვდა მუსიკოსებს - გია სალაღიშვილსა და ნოდარ ექვთიმიშვილს და ჩამოაყალიბა საქართველოს ჯაზ-ტრიო. ეს ტრიო მონაწილეობდა ბევრ საერთაშორისო ჯაზ-ფესტივალში, სადაც დავით მაზანაშვილმა მიიღო პირველი ლაურეატის წოდება; დავით მაზანაშვილი აგრეთვე არის საქართველოს პროფესიონალთა ლიგის წევრი; იგი უკრავდა და სცენას იყოფდა ისეთ მუსიკოსებთან როგორებიც არიან როი ეიერსი, ჯენის ჰარინგტონი, ტანია მარია, ბილი კობემი, დერეკ ჯეიმზი, გერი სუორტსი და სხვები. პიანისტი.

Bibliography


Share: