Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ბონდო შალიკიანი![]()
Biographyშალიკიანი პოლიტიკურ საქმიანობაში 1990-იანი წლების ბოლოს ჩაერთო. ამ დროისთვის ის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი იყო; ფლობდა ბენზინგასამართი სადგურების ქსელს, აქციებს ქუთაისის საავტომობილო ქარხანაში, კურორტ "საირმეში", ფარმაცევტულ ქარხანას ქუთაისში, ტელეკომპანია "ქუთაისს" და სხვა; 2002 წელს აირჩიეს ქუთაისის საკრებულოს წევრად; 2003 წელს საქართველოს პარლამენტის წევრად (ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი); 2004 წლის მარტში ქუთაისში ჩატარებული პოლიციური ოპერაციის მსვლელობისას დააპატიმრეს გადასახადებისთვის თავის არიდების და იარაღის უკანონო ტარების ბრალდებით; წინასწარ პატიმრობაში მყოფი შალიკიანის სადეპუტატო უფლებამოსილების ცნობა საქართველოს პარლამენტმა გადაავადა; 2004 წლის ბოლოს გაათავისუფლეს, თუმცა ჩამოართვეს კუთვნილი ბიზნესების ნაწილი; შალიკიანი ამის შემდეგ რუსეთში გადავიდა საცხოვრებლად და იქაური მოქალაქეობა მიიღო; 2007 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნა განაახლა 1990-იანი წლების დასაწყისში ჩადენილი დანაშაულების გამო (ადამიანის გატაცება, გამოძალვა, "ქურდული სამყაროს" წევრობა), რის გამოც სასამართლომ მას დაუსწრებლად 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა; ცხოვრობდა რუსეთსა და ბელარუსში (ბონდო პავლოვის სახელით); 2012 წელს მოკლეს მინსკში.
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |