შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
შალვა კეკელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ბანძა, სენაკის რაიონი. დაამთავრა საქართველოს სუბტროპიკული ინსტიტუტის სუბტრობიკული კულტურების ფაკულტეტი, ასპირანტურა. 1966-1969წწ. საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს ელშემდუღებელი, საამქროს მუშა; 1969-1971წწ. ხილწყლების ქარხნის მუშა; ბაზა "საქტარის მუშა" (1973); 1973-1981წწ. ჩაის ფაბრიკის მუშა, ცვლის უფროსი, უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი; 1981-1982წწ. საქართველოს ჩაის ტრესტის უფროსი ინჟინერ-ტექნოლოგი; 1982-1985წწ. საქართველოს ჩაის სახელმწიფო კომიტეტის წამყვანი ინჟინერ-ტექნოლოგი; 1985-1989წწ. თბილისის ჩაის საწონი ფაბრიკის ნედლეულის საამქროს უფროსი, მთავარი ტექნოლოგი, დირექტორის მოადგილე; სენაკის რაიონის ადგილობრივი მმართველობის გამგეობის თავმჯდომარე (1992); 1992-1993წწ. სახელმწიფოს მეთაურის რწმუნებული სამეგრელოს რეგიონში; 1992-1994წწ. საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №8.65 მარტვილის ერთმანდატიანი საარჩევნო ოლქიდან; საქართველოს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობისა და კვების მრეწველობის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი. ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ.,2015.-გვ. 195 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |