შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ალიოშა კოტრიკაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. ფეხბურთის თამაში დაიწყო 1946 წელს თბილისის 35-ე საფეხბურთო სკოლაში მწვრთნელ არჩილ კიკნაძესთან. თამაშობდა თბილისის "სპარტაკში" (1951) და თბილისის "დინამოში" (1952–1959). "დინამოს" შემადგენლობაში საკავშირო ჩემპიონატების 116 მატჩი ჩაატარა და თერთმეტჯერ აიღო მეტოქეთა კარი; დინამოელთა მაისურით საკავშირო თასის ექვს მატჩში დაიცვა გუნდის ღირსება; ამას გარდა, თბილისელთა რიგებში 24 საერთაშორისო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და სამი ბურთი გაიტანა; გუნდთან ერთად იყო საკავშირო ჩემპიონატების ვერცხლისა (1953) და ბრინჯაოს (1959) მედლების მფლობელი; 1961 წლიდან სამწვრთნელო სამუშაოზეა; 1961, 1963–1965 და 1984–1986 წლებში იყო თბილისის "დინამოს" გუნდის მწვრთნელი; 1966 და 1973 წლებში "დინამოს" მთავარი მწვრთნელი; 1967 წელს გორის "დილას", 1968–1969 წლებში რუსთავის "მეტალურგს", ხოლო 1970 წელს ქუთაისის "ტორპედოს" ედგა სათავეში; 1973 წელს მისი ხელმძღვანელობით თბილისის "დინამო" საერთაშორისო ამხანაგური საფეხბურთო ტურნირის ე. წ. "კარაველას თასის" - ტროფეო კოლომბინოს (ესპ. Trofeo Colombino de fútbol) გამარჯვებული ხდება, თბილისის დინამოელები ლისაბონის "ბენფიკას" ანგარიშით 3-1 ამარცხებენ, "კარაველას თასს" ეუფლებიან და კლუბის არსებობის ისტორიაში პირველად ხდებიან ასეთი წარმომადგენლობითი ე.წ. "ოთხთა ტურნირის" გამარჯვებულები; 1980–1981წწ. და 1987 წლებში წვრთნიდა ლანჩხუთის "გურიას"; 1988-1989წწ. თბილისის "შევარდენის" მთავარ მწვრთნელად მუშაობდა. არის საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონი (1953), საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი (1959), კარაველას თასის მფლობელი (1973). ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. ფეხბურთელ სერგო კოტრიკაძის უფროსი ძმა. ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |