შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნოდარ მოდებაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი აკურა, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ძირითადი ორგანული და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლოგიის სპეციალობით 1984 წელს. 1976-1978წწ. მსახურობდა სავალდებულო საბჭოთა კავშირის არმიაში; 1968-1980წწ. საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში; 1966-1982წწ. საქართველოს ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში; მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის და სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ოქროს მედალის მფლობელი (1974), ევროპის ჩემპიონი (1973), სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი (1977) და ორგზის მეორე პრიზიორი (1973, 1977), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1975). სამგზის სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1973 კრასნოიარსკი, 1975 კიევი, 1977 კრასნოიარსკი, +100კგ), გუნდურში მსოფლიო თასის გამარჯვებული (1974, ლას-პალმასი, ესპანეთი); თავისუფალი სტილის მოჭიდავე. აბსოლიტური წონითი კატეგორია (+100 კგ); 1999-2004წწ. იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ქართული სპორტი: sport.gov.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 261 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |