The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნოდარ მოდებაძე

ნოდარ მოდებაძე
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1950
გარდაცვ. თარიღი:8 აგვისტო, 2016  (65 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი აკურა, ახლანდელი თელავის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი ძირითადი ორგანული და ნავთობქიმიური სინთეზის ტექნოლოგიის სპეციალობით 1984 წელს.

1976-1978წწ. მსახურობდა სავალდებულო საბჭოთა კავშირის არმიაში; 1968-1980წწ. საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში; 1966-1982წწ. საქართველოს ნაკრების წევრი თავისუფალ ჭიდაობაში; მსოფლიო თასის გათამაშების ოქროს მედლის და სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ოქროს მედალის მფლობელი (1974), ევროპის ჩემპიონი (1973), სსრკ აბსოლუტური ჩემპიონი (1977) და ორგზის მეორე პრიზიორი (1973, 1977), სსრკ ხალხთა VI სპარტაკიადის მეორე პრიზიორი (1975). სამგზის სსრკ ვიცე-ჩემპიონი (1973 კრასნოიარსკი, 1975 კიევი, 1977 კრასნოიარსკი, +100კგ), გუნდურში მსოფლიო თასის გამარჯვებული (1974, ლას-პალმასი, ესპანეთი); თავისუფალი სტილის მოჭიდავე. აბსოლიტური წონითი კატეგორია (+100 კგ); 1999-2004წწ. იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; ქართული სპორტი: sport.gov.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 261

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მცირე და საშუალო ბიზნესში არსებული პრობლემების შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი კომისია, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის საქართველოს ენერგეტიკის დარგში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თაობაზე, წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "XXI საუკუნე", წევრი (1999-2003)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1968 - სსრკ სპორტის ოსტატი
  • ღირსების ორდენი
  • სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი

გააზიარე: