შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დალი მუმლაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი, ინჟინერ-მეტეოროლოგის სპეციალობით 1963 წელს; 1970 წელს დაამთავრა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ასპირანტურა, სპეციალობა: კლიმატოლოგია; 1974 წელს - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დასავლეთ ევროპის ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი (ინგლისური ენა). 1992-1999წწ. - თბილისის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სახელმწიფო ინსტიტუტი, ლექტორი; 1995 წელს (UN) - საქართველოში კლიმატის ცვლილების შემსწავლელი ცენტრი, კვლევის მონაწილე; 1996-2002წწ. - საქართველოზე გამავალი საერთაშორისო მნიშვნელობის მილსადენი დერეფნის (Pipline) გარემოზე ზემოქმედების შემსწავლელი კომისია, ექსპერტი; 1999-2005წწ. - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2002-2004წწ. - საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსთან გაეროს ეგიდით შექმნილი გაუდაბნოების პრობლემების შემსწავლელი ცენტრი, ექსპერტი; 2006-2009წწ. - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2009 წლიდან ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭოს წევრი; 2009 წლიდან ჰიდროლოგია-კლიმატოლოგიის განყოფილების ხელმძღვანელი (მთავარი მეცნიერი). მისი კვლევის საგანს წარმოადგენს ისეთი გლობალური მნიშვნელობის პრობლემური საკითხები, როგორიც არის ეკოლოგია, ბუნების დაცვა და ბუნებრივი რესურსების ცვლილება დროსა და სივრცეში. არის სამეცნიერო ნაშრომების ავტორი. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "კლიმატის თანამედროვე ცვლილებები მთიან რაიონებში", დაიცვა 1972 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.199-200; ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |