The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნანა ნადარეიშვილი

ნანა ნადარეიშვილი
Date of birth:30 May, 1952  (72 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1974 წელს. 1975-1979წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი.

1974-1982წწ. - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილება, ლაბორანტი; 1982-1986წწ. - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილება, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1984 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი; 1993-1997წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, სატრანსპორტო ფაკულტეტი, დოცენტი; 1997-2006წწ. - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ-ტექნიკური ფაკულტეტის საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების კათედრა, დოცენტი; 1999 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, დოცენტი; 1986-2006წწ. - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის განყოფილება, უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 2006-2007წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, მასმედიისა და კომუნიკაციების ინსტიტუტი (მასკი), ლექტორი; 2006-2017წწ. - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება, უფროსი მეცნიერი; 2008-2011წწ. - მარკეტინგული და მედია-კომუნიკაციების ინსტიტუტი (MMCI), ლექტორი; 2012-2015წწ. - უნივერსიტეტი "გორგასალი", ლექტორი; 2017 წლიდან - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ბიზნეს ტექნოლოგიების ფაკულტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი; 2018 წლიდან - ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტი, საზოგადოებრივი გეოგრაფიის განყოფილება, უფროსი მეცნიერი. მისი ნაშრომები ეხება საქართველოს მოსახლეობის კვლავწარმოების სოციალურ-ეკონომიკურ პრობლემებს, შრომითი რესურსების ეკონომიკურ-გეოგრაფიულ კვლევას, მთიანი რაიონების დემოგრაფიული სიტუაციის შესწავლას, ცალკეული რეგიონების სოციალური ინფრასტრუქტურის საკითხებს და სხვ. შესრულებული აქვს 74 სამეცნიერო ნაშრომი, 3 მონოგრაფია, 2 სახელმძღვანელოს თანაავტორი. გეოგრაფიის დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს მოსახლეობის კვლავწარმოების ეკონომიკურ-გეოგრაფიული პრობლემები", დაიცვა 1984 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.200-201; ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი: geography.tsu.ge

Bibliography


Share: