The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ომარ ნადარეიშვილი

ომარ ნადარეიშვილი
დაბადების თარიღი:5 მარტი, 1942  (82 წლის)
კატეგორია:გეოგრაფი, ინჟინერი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ხმელეთის ინჟინერ-ჰიდროლოგის სპეციალობით 1965 წელს.

1965-1967წწ. მუშაობდა საქართველოს მინისტრთა საბჭოს წყლის რესურსების დაცვისა და გამოყენების სახელმწიფო კომიტეტში უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; 1967-1968წწ. - მეცნიერებათა აკადემიის ენერგეტიკის ინსტიტუტში უფროსი ინჟინრის თანამდებობაზე; 1968-1982წწ. ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში უფროსი ინჟინრის, შემდეგ უმცროსი მეცნიერ-თანამშრომლის თანამდებობაზე; აქვე, 1974-1978წწ. გაიარა ასპირანტურის კურსი. 1978-1980წწ. სხვა სპეციალისტებთან ერთად მივლინებული იყო სირიის არაბთა რესპუბლიკაში, ქ. ალეპოში მესკენეს რაიონის მელიორაციული სამუშაოების ჩასატარებლად; 1982 წლიდან მუშაობდა საპროექტო ინსტიტუტ "ჰიდროთევზპროექტის" ამიერკავკასიის განყოფილებაში მთვარი სპეციალისტის თანამდებობაზე; 1992 წელს აირჩიეს მრავალდარგოვანი მცირე საწარმოს "ვერხვის" პრეზიდენტად, 2003 წლიდან დაინიშნა შპს "გლდანის გამწვანების" დირექტორად. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "დიდი კავკასიონის მყინვარული ჩამონადენი", დაიცვა 1981 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.201


გააზიარე: