Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ედუარდ ნაკაიძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თელავი. დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი 1960 წელს. 1965-1982წწ. მუშაობდა ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტში; 1969-1972წწ. მივლინებით იმყოფებოდა კუბის რესპუბლიკაში მთავარ ნიადაგთმცოდნედ; 1979-1980წწ. - ლიბიაში უფროს ნიადაგთმცოდნედ; 1982-1985წწ. იყო სოფლის მეურნეობის აგროქიმიური მომსახურების ცენტრალური ინსტიტუტის ამიერკავკასიის ფილიალის განყოფილების გამგე და დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში; 1985 წლიდან საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული საწარმოო ძალებისა და ბუნებრივი რესურსების შემსწავლელი კომისიის მიწის, წყლის, ტყისა და რეკრეაციული რესურსების განყოფილების გამგე. გამოქვეყნებული აქვს 120-ზე მეტი სამეცნიერო შრომა, მათ შორის, 10 მონოგრაფია. მას ეკუთვნის გამოკვლევები ამიერკავკასიის მშრალი სუბტროპიკების, კუბისა და ლიბიის ნიადაგების მელიორაციის, დაცვის და სასოფლო-სამეურნეო გამოყენების, საქართველოს მიწის რესურსების რაციონალური გამოყენების პრობლემებზე. პირველად შეადგინა საქარველოს ნიადაგურ-კლიმატური დარაიონების სქემა და შეიმუშვა ნიადაგების კლასიფიკაციის სრულყოფის ძირითადი პრინციპები და წინადადებები, დასახა ნიადაგურ-კლიმატურ ზონებში, მიწათმოქმედების სისტემების თავისებურებათა მიხედვით, ნაყოფიერების ამაღლების გზები, განსაზღვრა მიწის რესურსების გამოყენებასა და დაცვაში სამეცნიერო-ტექნიკური პროგრესის მიმართულებები. გამოქვეყნებული აქვს აგრეთვე პოპულარული სამეცნიერო სტატიები რესპუბლიკურ პრესაში მიწის რესურსების გამოყენების, დაცვისა და ნაყოფიერების ამაღლების აქტუალურ საკითხებზე. არის ნიადაგთმცოდნეთა საერთაშორისო, საკავშირო და რესპუბლიკური კონგრესების, კონფერენციებისა და სესიების მონაწილე. 1967-1969წწ. კითხულობდა ლექციებს ნიადაგთმცოდნეობაში თბილისის სახელმწიფო პედაგოგიურ ინსტიტუტში. მიღებული აქვს აკადემკოს ვ. ვილიამსის სახელობის პრემია. ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი (1995). საკანდიდატო დისერტაციის თემა - "საქართველოს ყავისფერი ნიადაგები და მათი გენეტიკური თავისებურებანი", დაიცვა 1966 წელს (ქ. მოსკოვი); სადოქტორო დისერტაციის თემა - "ამიერკავკასიის ზომიერად მშრალი სუბტროპიკების ნიადაგები და მათი სასოფლო-სამეურნეო გამოყენება", დაიცვა 1985 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.201-202 Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |