შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
აკაკი ნასყიდაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ტიბაანი, სიღნაღის რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი მეტეოროლოგია-ოკეანოლოგიის სპეციალობით 1973 წელს. 1973 წლიდან - საქართველოს ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის სამმართველოს სისტემა - ინჟინერ-ოკეანოლოგი; 1978-1984წწ. - აფხაზეთის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრი; 1984-1986წწ. საბჭოთა კავშირის ჰიდრომეტეოროლოგიური ცენტრის დაუსწრებელი სწავლების ასპირანტი; 1990 წლიდან - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სოხუმის საზღვაო კონვენციური ინსპექციის უფროსი; 1997 წლიდან ამავე სამინისტროს შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის უფროსისი მოადგილე (ბათუმი); პარალელურად, 1985 წლიდან მუშაობდა აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, შემდეგ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალში, სადაც კითხულობდა ლექციებს "მეტეოროლოგია-კლიმატოლოგიაში"; 1989-2005წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო ინსტიტუტი, დოცენტი; 2005-2006წწ. - საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ტურიზმისა და სპორტის კათედრის გამგე; 2006-2010წწ. საქართველოს სუბტროპიკული მეურნეობის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ასოცირებული პროფესორი; 2010 წელს - სუბტროპიკული მეურნეობის სოხუმის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, ტურიზმისა და ინფორმაციული ტექნოლოგიების დეპარტამენტი, სრული პროფესორი; 2011 წლიდან აკაკი წერეთელის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ეკონომიკისა და ტურიზმის დეპარტამენტი, ასოცირებული პროფესორი. ავტორია სამეცნიერო ნაშრომებისა, რომლებშიც ასახვა ჰპოვა შავი ზღვის სანაპირო ზოლის ეკოლოგიურმა პირობებმა, გაშუქებულია შავი ზღვის აღმოსავლეთ რაიონის ჰიდრომეტეოროლოგიური პირობები და მოცემულია შტორმული ღელვის პროგნოზის მეთოდები მცირე ტონაჟიანი სწრაფმავალი გემებისათვის. გარდა ამისა, ჟურნალ-გაზეთებში გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო-პოპულარული წერილები სხვადასხვა აქტუალურ საკითხებზე. გეოგრაფიულ მეცნიერებათა კანდიდატი, პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ანაპა-ბათუმის გემთსავალი ტრასის ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების პროგნოზი", დაიცვა 1987 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.203-204; atsu.edu.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |