შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირინე ნაჭყებია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1977 წელს. 1977-1983წწ. ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე გაიარა ასპირანტურის კურსი. 1982-1983წწ. მუშაობდა ეკონომიკური გეოგრაფიის კათედრაზე უმცროს მეცნიერ-თანამშრომლად. 1983 წლიდან მუშაობს გ. წერეთლის სახელობის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტში, ჯერ სამეცნიერო ინფორმაციის, შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ქვეყნების ახალი და უახლესი ისტორიის განყოფილებაში; 1996 წლიდან თანამშრომლობს საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ნაციონალური ცენტრის (CNRS) "ირანული სამყაროს" კვლევით პროგრამებში; 1996-2002წწ. სამეცნიერო მივლინების დროს, პარიზის არქივებსა და ბიბლიოთეკებში მოიძია დღემდე უცნობი მასალები 1804-1810წწ. საფრანგეთ-ირანის დიპლომატიურ ურთიერთობებსა და მასში საქართველოს მნიშვნელობის შესახებ. 2001-2003წწ. მონაწილეობდა INTAS-ის გაერთიანებული საერთაშორისო ჯგუფის სამეცნიერიო პროექტში - თბილისი XIX საუკუნეში: ისტორია, კულტურა. 1991-1999წწ. ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას, კითხულობდა ლექციებს თბილსიის აზიისა და აფრიკის ინსტიტუტსა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტზე. გამოქვეყნებული აქვს სამეცნიერო ნაშრომები. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ამედე ჟობერის ნაშრომი "მოგზაურობა სომხეთსა და სპარსეთში 1805-1806წწ., როგორც წყარო XIX საუკუნის დასაწყისის მახლობელი აღმოსავლეთის ქვეყნების ისტორიისათვის", დაიცვა 1990 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "საფრანგეთ-ირანის დიპლომატიური ურთიერთობა 1804-1810 წლებში (ფრანგული წყაროებისა და საარქივო მასალის მიხედვით)", დაიცვა 2003 წელს. წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.204-205 ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |