| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ოთარ ჩახვაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი ჩაისუბანი, ბათუმის რაიონი. დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვანობის ფაკულტეტი 1961 წელს. სასწავლებლის დამთავრების შემდეგ, იმ დროს საქართველოში სანაოსნოს არარსებობის გამო ცურვა თავდაპირველად შავი ზღვის სახელმწიფო საზღვაო სანაოსნოს გემების რიგით მატროსად დაიწყო; 1963-1966 წწ. კი კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწედ ცურავდა ნოვოროსიისკის სანაოსნოს შორეული ნაოსნობის გემებზე; 1967 წელს სამშობლოში ბრუნდება და დღიდან დაარსებისა საქმიანობას საქართველოს საზღვაო სანაოსნოს გემებზე განაგრძობს; 1971 წლამდე კაპიტნის უფროს თანაშემწედ ცურავდა სანაოსნოს ტანკერებზე - «Боржоми», «Гори» და «Пятидесятилетие Советской Грузии», 1972 წლიდან კი ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის (ОВИМУ) წარჩინებით დასრულების შემდეგ შორეული ნაოსნობის კაპიტანი ხდება და მომდევნო წლებში ტანკერების -«Анаклия», «Керчь», «Аспиндза», «Николоз Бараташвили», «Командарм Федько», «Генерал Мерквиладзе»-სა და «Александр Цулукидзе»-ს ეკიპაჟებს მეთაურობს; 1981 წელს უკვე გამოცდილი ზღვაოსანი საქმიანობას ნაპირზე განაგრძობს საქართველოს საზღვაო სანაოსნოს რადიოსალოკაციო ცენტრში, 1995 წლამდე კი ზღვაოსნობის სამსახურის კაპიტან-დამრიგებლის საპასუხისმგებლო მოვალეობებს ასრულებდა. მისი სახელისა და ხსოვნის უკვდავსაყოფად სადღეისოდ ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ -"ანრი"-ს სასწავლო-საწვრთნელი გემი ოთარ ჩახვაძის სახელს ატარებს. შორეული ნაოსნობის კაპიტანი. წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

