The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივერი სუბელიანი

ივერი სუბელიანი
Date of birth:8 August, 1977  (47 years)
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: დაბა მესტია.

1997-2001წწ. სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში და მიიღო ისტორიის მასწავლებლის სპეციალობა, პარალელურად სახმელეთო არტილერიის ჯარების სამეთაურო-ტაქტიკური სპეციალობა.

2001-2003წწ. მე-2 სასწავლო ასეულის (მე-4 კურსი) მე-4 ოცეულის მეთაური, კურსანტთა სასწავლო ბატალიონი, თავდაცვის ეროვნული აკადემია; 2003-2004წწ. მექანიზირებული ასეულის ნაღმმტყორცნელთა ოცეულის მეთაური, 114-ე შერეული სატანკო ბატალიონი, მე-11 მექანიზირებული ბრიგადა; 2004 წელს საარტილერიო კოორდინაციის ოფიცერი, შერეული სატანკო ბატალიონის შტაბი, მე-11 მექანიზირებული ბრიგადა; 2004-2005წწ. საარტილერიო კოორდინაციის ოფიცერი, ჯავშანსატანკო ბატალიონის შტაბი, 1-ლი ქვეითი ბრიგადა; 2005-2006წწ. 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსი, მე-3 ქვეითი ბრიგადა; 2006 წელს საცეცხლე დაგეგმარების ოფიცერი, G-3 ოპერატიული სამმართველო, სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბი; 2006 წელს დაგეგმარების განყოფილების უფროსი ოფიცერი, G-2 დაზვერვის სამმართველო, სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბი; 2006-2008წწ. 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსი, მე-3 ქვეითი ბრიგადა, სახმელეთო ჯარები; 2008 წელს მე-4 ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, სახმელეთო ჯარები; 2008-2009წწ. მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე, სახმელეთო ჯარები; 2009-2010წწ. მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური, სახმელეთო ჯარები; 2010 წელს 1-ლი ქვეითი ბრიგადის მეთაური, სახმელეთო ჯარები; 2010 წლის ივლისი, 2011წ.  სახმელეთო ჯარების სარდლის პირველი მოადგილე; 2011 წლის ივლისიდან - გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, საქართველოს შეიარაღებული ძალები; 2011 წლის ნოემბრიდან - სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი, საქართველოს შეიარაღებული ძალები; საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი; მიღებული აქვს "გენერალ კვინიტაძის" (2009) და "გენერალ მაზნიაშვილის" (2010) მედლები, მე-3 ხარისხის უწყებრივი მედალი (2008), მე-2 ხარისხის უწყებრივი მედალი (2009), სამსახურებრივი საშტატო იარაღი (2009). სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი.

Awards and Honors

  • 2010 - ღირსების ორდენი
  • 2010 - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი

Share: