The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რუსლან დიასამიძე

რუსლან დიასამიძე
დაბადების თარიღი:17 აპრილი, 1983  (42 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, მეზღვაური, პედაგოგი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემია ინჟინერ-გემთწამყვანის სპეციალობით 2005 წელს; საზღვაო-ტრანსპორტის მენეჯმენტის, ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით 2006 წელს. 
სწავლის პარალელურად შრომით საქმიანობას ჯერ ბათუმის საზღვაო-სავაჭრო ნავსადგურის დოკერ-მექანიზატორად შეუდგა, 2002 წლიდან კი საზღვაო-საწვრთნელი ცენტრის მეთოდისტად განაგრძო; 2005 წელს რ. დიასამიძე პარტნიორებთან ერთად ბათუმის საზღვაო-საწვრთნელ ცენტრ "ანრი"-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი გახდა, 2005-2007 წწ. კი ზღვაში, შორეულ ნაოსნობაში იმყოფებოდა და ჯერ კაპიტნის მესამე, შემდეგ კი მეორე თანაშემწის, შორეული ნაოსნობის შტურმანის საპასუხისმგებლო მოვალეობებს ასრულებდა; ზღვიდან დაბრუნების შემდეგ მთელი მისი მოღვაწეობა ქართულ საზღვაო-საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობას უკავშირდება; თეორიული ცოდნის გასაღრმავებლად და ფუნდამენტური განათლების მისაღებად რ. დიასამიძემ  2010-2014 წწ. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სატრანსპორტო და მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის დოქტორანტურაში სადოქტორო პროგრამა გაიარა და 2016 წელს ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხი მიენიჭა; იმავდროულად  იგი სხვადასხვა დროს არაერთ საპასუხისმგებლო პოზიციაზე საქმიანობდა ბათუმის უმაღლეს საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ "ანრი"-ში: 2007-2009 წწ. სამეურნეო მიმართულების მენეჯერად; 2009-2012 წწ. გენერალური დირექტორის პირველ მოადგილედ საერთო საკითხებში; 2012-2018 წწ. ადმინისტრაციის უფროსად, ხარისხის განვითარებისა და უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელად, პრორექტორად სასწავლო დარგში; 2018 წლიდან კი არის ბათუმის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებელ "ანრი"-ს  რექტორი. არაერთი საერთაშორისო ფორუმისა და სემინარის მონაწილე, დაჯილდოებულია ორდენით "ეკონომიკის ვარსკვლავი" (2016), მედლითა და ორდენით "პროფესიული დამსახურებისათვის", საპატიო დიპლომით "საქმიანი და წარმატებული ადამიანები" განათლების სფეროში შეტანილი წვლილისათვის. ინჟინერ-გემთწამყვანი, შორეული ნაოსნობის შტურმანი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (2016).

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


გააზიარე: