The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ხალილ ფშანავა

ხალილ ფშანავა
Date of birth:25 March, 1926
Date of death:September, 1981  (at 55 years)
Burial location:ადლიის სასაფლაო, ბათუმი
Category:Sailor

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებელი 1946 წელს.

სასწავლებელის დამთავრების შემდეგ განაწილებით კასპიის საზღვაო სანაოსნოში მოხვდა; 1948 წლამდე ცურავდა კასპიის საზღვაო სანაოსნოს გემებზე, თავდაპირველად მატროსად, შემდეგ კაპიტნის თანაშემწედ, ბოლოს კი იქვე გახდა კაპიტანიც; მოგვიანებით კასპიაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება მას შავი ზღვის სანაოსნოს დამხმარე ფლოტის  გემებზე საქმიანობისას გამოადგა, სადაც 1954 წლამდე მოუწია დარჩენა; 1954-1955 წწ. იყო ცნობილი ანტარქტიდის ვეშაპმჭერი ფლოტილიის - "Слава"-ს გემების კაპიტნის თანაშემწე და კაპიტანი; 1955 წელს მშობლიურ ქალაქში დაბრუნდა და საქმიანობა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში გააგრძელა; შრომითი საქმიანობის პარალელურად და მრავალწლიანი საზღვაოსნო გამოცდილების თეორიული ცოდნით გასაღრმავებლად 1971 წელს დაუსწრებლად ოდესის უმაღლესი საზღვაო-საინჟინრო სასწავლებლის (ОВИМУ) ფლოტის ექსპლუატაციის ფაკულტეტიც დაამთავრა; 1959 წლიდან  სიცოცხლის ბოლომდე ბათუმის პორტის კაპიტანი იყო. საზღვაო დარგისა და ფლოტის მართვის  გამოცდილი და ამაგდარი სპეციალისტი დამსახურებული ავტორიტეტის გამო უყვარდათ და პატივს სცემდნენ. შორეული ნაოსნობის კაპიტანი.

წყარო: პაატა ტაბაღუას საავტორო გვერდი: "საქართველო საზღვაო ქვეყანაა": facebook.com


Share: